1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს თავისი ფუნქციების შესრულების დაწყება შეუძლია მიმღები სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის მიღების შემდეგ, რომელსაც ეწოდება ეგზეკვატურა, ამ ნებართვის ფორმის მიუხედავად.

2. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს ეგზეკვატურის გაცემაზე, ვალდებული არ არის, რომ წარმგზავნ სახელმწიფოს განუმარტოს ასეთი უარის მიზეზი.

3. მე-13 და მე-15 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა თავისი მოვალეობის შესრულება არ უნდა დაიწყოს ეგზეკვატურის მიღებამდ