1. წარმგზავნი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს აძლევს დოკუმენტს, პატენტის ან მგავსი აქტის ფორმით, რომელიც გაცემულია თითოეული დანიშვნისთვის, ადასტურებს მის უფლებამოსილებას და, ზოგადი წესის თანახმად, მიუთითებს მის სრულ სახელს, კატეგორიას და კლასს, საკონსულო ოლქს და საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობას.

2. წარმგზავნმა სახელმწიფომ პატენტი ან მისი მგავსი აქტი, დიპლომატიური ან სხვა შესაბამისი არხით, უნდა გაუგზავნოს იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომლის ტერიტორიაზეც საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები.

3. თუ მიმღები სახელმწიფო თანახმაა, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, პატენტისა თუ მსგავსი აქტის ნაცვლად, მიმღებ სახელმწიფოს გაუგზავნოს შეტყობინება, რომელიც შეიცავს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მონაცემებ