1. თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება ან თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციები დროებით შეიძლება შეასრულოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

2. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის სრული სახელი მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ხელისუფლების ორგანოს უნდა შეატყობინოს წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან, თუ ამ სახელმწიფოს არ ჰყავს ასეთი წარმომადგენლობა მიმღებ სახელმწიფოში, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ან, თუ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, წარმგზავნი სახელმწიფოს ხელისუფლების ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ. ზოგადი წესის თანახმად, ეს შეტყობინება უნდა გაიგზავნოს წინასწარ. მიმღებ სახელმწიფოს, მისი თანხმობის პირობით, შეუძლია, რომ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მიიღოს პირი, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოს არც დიპლომატიური აგენტია და არც საკონსულო თანამდებობის პირი.

3. მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები უნდა დაეხმარონ და დაიცვან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. სანამ მას ეს თანამდებობა უკავია, მასზე ვრცელდება წინამდებარე კონვენციის დებულებები ისევე, როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელზე. მიუხედავად ამისა, მიმღები სახელმწიფო ვალდებული არ არის, დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მიანიჭოს ის ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი მხოლოდ იმ პირობების გამო, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

4. როდესაც, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წარმგზავნი სახელმწიფო მიმღებ სახელმწიფოში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნავს, მან უნდა გააგრძელოს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობა, თუ მიმღები სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არი