1. სახელმწიფოში, სადაც წარმგზავნ სახელმწიფოს არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა და არ არის წარმოდგენილი მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, საკონსულო თანამდებობის პირს, მიმღები სახელმწიფოს თანხმობით და თავის საკონსულო სტატუსზე გავლენის მოხდენის გარეშე, შეიძლება მიეცეს უფლება, რომ შეასრულოს დიპლომატიური მოქმედებები. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ასეთი მოქმედებების შესრულება არ აძლევს მას რაიმე უფლებას, მოითხოვოს დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტები.

2. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიმღები სახელმწიფოს შეტყობინების შემდეგ იმოქმედოს, როგორც წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ნებისმიერ მთავრობათაშორის ორგანიზაციაში. ამ უფლებამოსილების შესრულებისას მას უფლება აქვს, ისარგებლოს ნებისმიერი პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომელსაც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი ან საერთაშორისო შეთანხმებები ანიჭებს ასეთ წარმომადგენელს. თუმცა, მის მიერ ნებისმიერი საკონსულო ფუნქციის შესრულებისას მას არ აქვს უფლება, ისარგებლოს იურისდიქციისგან იმაზე მეტი იმუნიტეტით, ვიდრე საკონსულო თანამდებობის პირს ეს უფლება აქვს წინამდებარე კონვენციის მიხედვი