1. დიპლომატიური აგენტი სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისგან. იგი აგრეთვე სარგებლობს იმუნიტეტით სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში კერძო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღძრულია სარჩელი, თუ იგი მას არ ფლობს მისიის მიზნებისთვის წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით;

ბ) მემკვიდრეობასთან დაკავშირებით აღძრულია სარჩელი, სადაც აგენტი ჩართულია აღმასრულებლად, ადმინისტრატორად, მემკვიდრედ ან ლეგატად როგორც კერძო პირი და არა წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით;

გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, თავისი ოფიციალური ფუნქციების გარეთ, დიპლომატიური აგენტის მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღძრულია სარჩელი.

2. დიპლომატიური აგენტი არ არის ვალდებული ჩვენება მისცეს მოწმის სახით.

3. აღსრულების არც ერთი ზომა არ შეიძლება მიღებულ იქნეს დიპლომატიურ აგენტთან მიმართებით გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, და ისიც იმ პირობით, რომ აღნიშნული ზომების მიღება შეიძლება მისი პიროვნების ან მისი საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფის გარეშე.

4. დიპლომატიური აგენტის იმუნიტეტი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან არ ათავისუფლებს მას წარმგზავნი სახელმწიფოს იურისდიქციისგა