1. წარმგზავნმა სახელმწიფომ შეიძლება გაუუქმოს სასამართლო იმუნიტეტი სპეციალურ მისიაში მყოფ წარმომადგენლებს, მისი დიპლომატიური შემადგენლობის წევრებს და სხვა პირებს, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით 36–40 მუხლების თანახმად.
2. იმუნიტეტის მოხსნა ყოველთვის მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული.
3. მოცემული მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ნებისმიერი პირის მიერ სასამართლო საქმის აღძვრის შემთხვევაში, ამ პირს არა აქვს უფლება ისარგებლოს სასამართლო იმუნიტეტით მთვარ სარჩელთან დაკავშირებით შეტანილი შეგებებული სარჩელის შემთხვევაში.
4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო იმუნიტეტის მოხსნა არ გულისხმობს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული იმუნიტეტის მოხსნას, რომლისთვისც საჭიროა ცალკე პროცედურ