1. სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლების და მისი დიპლომატიური პერსონალის ოჯახის წევრები, თუ ისინი იმყოფებიან მისიის წევრებთან ერთად, სარგებლობენ 29–35 მუხლებით გათვალისწინებული იმუნიტეტებით, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები.

2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ოჯახის წევრები, თუ ისინი იმყოფებიან ამ პერსოანლთან ერთად, სარგებლობენ 36-ე მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტებით, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებ