1. სპეციალური მისიის ყოველ წევრს შეუძლია ისარგებლოს მისთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან, სპეციალურ მისიაში მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ან თუ ის უკვე იმყოფება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ან სხვა შესაბამისი ორგანოსათვის მისი დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიწოდების მომენტიდან.
2. სპეციალური მისიის წევრის ფუნქციების დასრულების შემთხვევაში, მისი პრივილეგიები და იმუნიტეტები ჩვეულებრივ წყდება ამ წევრის მიერ ამ სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების მომენტიდან, ან ამ მიზნით დადგენილი გონივრული ვადის გასვლისთანავე. შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, სპეციალური მისიის წევრს ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები შეუნარჩუნდება აღნიშნული ვადის ამოწურვამდე. იმუნიტეტი არ წყვედს მოქმედებას იმ ქმედებათა მიმართ, რომლებიც მისიის წევრმა განახორციელა თავისი ფუნქციების შესრულების დროს.
3. სპეციალური მისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას იმ ვადის ამოწურვამდე, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა დატოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორი