1. სპეციალური მისიის ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია სათანადო პატივით მოექცეს და დაიცვას სპეციალური მისიის შენობა, ვიდრე ეს შენობა ეკუთვნის სპეციალურ მისიას. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე ვალდებულია დაიცვას სპეციალური მისიის ქონება და არქივები. წარმგზავნმა სახელმწიფომ ქონება და არქივები უნდა დაიბრუნოს გონივრულ ვადაში.

2. წარმგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების არარსებობის ან გაწყვეტის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური მისიის ფუნქციონირება დასრულდა, წარმგზავნ სახელმწიფოს, შეიარაღებული, კონფლიქტის მიუხედავად, შეუძლია სპეციალური მისიის ქონება და არქივები შესანახად გადასცეს იმ მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვი