1. დიპლომატიური მისიის ფუნქციებს inter alia განეკუთვნება:

ა) წარმგზავნი სახელმწიფოს წარმოდგენა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში;

გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობასთან მოლაპარაკება;

დ) ყველა კანონიერი საშუალებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობისა და მოვლენათა განვითარების შეფასება და აღნიშნულის თაობაზე წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობისთვის ცნობების მიწოდება;

ე) წარმგზავნ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობათა განვითარება.

2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი განიმარტება დიპლომატიური მისიის მიერ საკონსულო ფუნქციების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოება