წინამდებარე კონვენციის მიზნისთვის, შემდეგ ტერმინებს ენიჭებათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობები:

ა) „მისიის მეთაური“ არის პირი, ვინც წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ აღჭურვილია აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებელი მოვალეობით;

ბ) „მისიის წევრები“ არიან მისიის მეთაური და მისიის პერსონალის წევრები;

გ) „მისიის პერსონალის წევრები“ არიან მისიის დიპლომატიური პერსონალის, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერსონალის წევრები;

დ) „დიპლომატიური პერსონალის წევრები“ არიან დიპლომატიური რანგის მქონე მისიის პერსონალის წევრები;

ე) „დიპლომატიური აგენტი“ არის მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრი;

ვ) „ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები“ არიან მისიის ადმინიტრაციულ და ტექნიკურ სამსახურში დასაქმებული მისიის პერსონალის წევრები;

ზ) „მომსახურე პერსონალის წევრები“ არიან მისიის საყოფაცხოვრებო სამსახურში ჩართული მისიის პერსონალის წევრები;

თ) „კერძო მოსამსახურე“ არის პირი, ვინც ჩართულია მისიის საყოფაცხოვრებო სამსახურში და ვინც არ არის წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ დასაქმებული;

ი) „მისიის კარმიდამო“ არის შენობები ან შენობათა ნაწილები და მათი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელიც მათი კუთვნილების მიუხედავად, გამოიყენება მისიის მიზნებისთვის, მათ შორის მისიის მეთაურის საცხოვრებლა