1. შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოთათვის სათანადო შეტყობინების გადაცემის შემდეგ, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს მისიის მეთაურის ან დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრის აკრედიტაცია ან განწესება ერთზე მეტ სახელმწიფოში, არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით, თუ ნებისმიერი ადგილსამყოფელი სახელმწიფო მკაფიოდ არ გამოხატავს წინააღმდეგობას აღნიშნულის თაობაზე.

2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო ახდენს მისიის მეთაურის აკრედიტაციას ერთზე მეტ სახელმწიფოში, მას შეუძლია თითოეულ იმ სახელმწიფოში, სადაც მისიის მეთაურს არ აქვს მუდმივი სამყოფელი, დააარსოს დიპლომატიური მისია საქმეთა დროებითი რწმუნებულის [chargé d’affaires ad interim] მეთაურობით.

3. მისიის მეთაურს ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეუძლია იმოქმედოს, როგორც წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლა