1. მისიის მეთაურის მიერ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისი ფუნქციების ამოქმედება დაწყებულად ითვლება, როდესაც იგი წარმოადგენს თავის რწმუნებათა სიგელს ან როდესაც იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან სხვა სამინისტროს, რომელზეც შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, აცნობებს თავისი ჩამოსვლის შესახებ და გადასცემს რწმუნებათა სიგელის ნამდვილ ასლს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც ყველასთვის საერთო წესით გამოიყენება.

2. რწმუნებათა სიგელის ან მისი ნამდვილი ასლის გადაცემის რიგითობა განისაზღვრება მისიის მეთაურის ჩამოსვლის თარიღითა და დროი