1. მისიის მეთაურები, მათ შესაბამის კლასებში, რანგირებას იღებენ მე-13 მუხლის შესაბამისად, მათი ფუნქციების ამოქმედების თარიღისა და დროის რიგითობით.

2. მისიის მეთაურის რწმუნებათა სიგელში ცვლილებები, რომლებიც არ მოიცავს კლასის შეცვლას, არ ახდენს გავლენას მის რანგირებაზე.

3. წინამდებარე მუხლი არ ხელყოფს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ წმინდა საყდრის წარმომადგენლის რანგირებასთან დაკავშირებით მიღებულ ნებისმიერ პრაქტიკა