1. პროკურატურაში წესდება პირველი რანგი, მეორე რანგი და მესამე რანგი.
2. რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, თბილისის, საოლქო, რაიონული და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის.
3. რანგირებას ექვემდებარებიან პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.
4. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის რანგირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები.
5. რანგის მინიჭება ან შეცვლა ხდება თანამიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე.
6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს შესაბამისი რანგის გამოტოვებით.
7. პირველი რანგისა და მეორე რანგის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები იღებენ შესაბამისი რანგის დანამატს.
8. რანგირებას არ ექვემდებარებიან პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 24.06.2025 ორგანული კანონი №693
- 30.11.2023 ორგანული კანონი №3885
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 361. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის რანგირება 1. პროკურატურაში წესდება პირველი რანგი, მეორე რანგი და მესამე რანგი. 2. რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, თბილისის, საოლქო, რაიონული და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის. 3. რანგირებას ექვემდებარებიან პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი. 4. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის რანგირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები. 5. რანგის მინიჭება ან შეცვლა ხდება თანამიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე. 6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს შესაბამისი რანგის გამოტოვებით. 7. პირველი რანგისა და მეორე რანგის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები იღებენ შესაბამისი რანგის დანამატს. 8. რანგირებას არ ექვემდებარებიან პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროკურატურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/12/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება