1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, მისი მოთხოვნის ან თანხმობის საფუძველზე, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა თანამდებობაზე.
2. უფრო დაბალ თანამდებობაზე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის გადაყვანა, მისი თანხმობის არსებობის მიუხედავად, დასაშვებია, თუ:
ა) შეუძლებელია გადაყვანა მისი რანგისა და პოზიციის შესაბამის თანამდებობაზე;
ბ) დაქვეითება გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახედ;
გ) შეფასების შედეგებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს მისი თანამდებობისთვის საჭირო კომპეტენციის ზღვარს;
დ) არსებობს ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებ