1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურსა და შესაბამის იერარქიულ რანგს:

ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;

ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;

გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტი;

დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტი.

2. სამსახურის თანამდებობების სახელწოდებები განისაზღვრება სამსახურის დებულებითა და სამსახურის საშტატო ნუსხით, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული რანგების მინიჭება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა და სამუშაო აღწერილობის შინაარსის შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხით.

3. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ფუნქცია-მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

თავი III. სამსახურის თანამშრომლის  სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოხელის კლა