1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამსახურის თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.

2. სამსახურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოცხადდეს ღია, დახურული და შიდა კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

3. სამსახური, ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge; შემდგომში - ვებგვერდი) მეშვეობით, ხოლო სამსახურის შიდა კონკურსს – სამსახურის მოქმედი თანამშრომლების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

4. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას განათავსებს სამსახურის ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებშ