1. სამსახური უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება/ცვლილება.

2. სამსახური ვალდებულია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.

3. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს სამსახურის მიერ ახალი კონკურსის გამოცხადებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია, ცვლილების/შესწორების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში  ცვლილებების/შესწორების შეტანამდე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა ვადა არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღის