1. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო სამსახურის შიდა კონკურსის შემთხვევაში – სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე (hr@pdps.ge) გაგზავნის გზით.

2. კანდიდატი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.

4. კანდიდატი უფლებამოსილია განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამსახურის მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდ