1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის შესაბამის საკონკურსო კომისიას.
2. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე შესაძლოა იყოს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე, ასევე, იმ დეპარტამენტის უფროსი ან/და მოადგილე, რომელშიც არსებულ ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებითაც გამოცხადებულია კონკურსი.
4. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამსახურის ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) სამსახურის იმ დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის თანამშრომელი, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი. თუ იმ დეპარტამენტში, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი, პირველი ან მეორე რანგის თანამშრომლის პოზიცია ვაკანტურია, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე, რომელსაც გააჩნია ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებები ან/და შინაარსობრივად დაკავშირებულია ვაკანტური თანამდებობის მქონე დეპარტამენტთან;
გ) შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამსახურთან;
დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.
5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევ