1. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.
2. გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;
ბ) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის გამომძიებელი. თუ სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში პირველი ან მეორე რანგის გამომძიებლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;
გ) სისხლის სამართლის სფეროს მოწვეული სპეციალისტი;
დ) ადამიანის უფლებათა სფეროს მოწვეული სპეციალისტი;
ე) სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.
3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა გამომძიებლისა) დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;
ბ) სამსახურის იმ დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის თანამშრომელი, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი. თუ იმ დეპარტამენტში, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი, პირველი ან მეორე რანგის თანამშრომლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;
გ) შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამსახურთან;
დ) სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.
4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.
5. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევ