1. კონკურსის (ღია კონკურსი, დახურული კონკურსი ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
4. საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №165
- 18.02.2020 კანონი №5717
წინა რედაქცია (11.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე 1. კონკურსის (ღია კონკურსი ან, დახურული კონკურსი ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულებაშის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. 4. საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.