1. კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად მერიაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.
2. მერი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს მერიის პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს. მერი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
4. საკონკურსო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარ