1. კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად ცესკოში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით ან/და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
2. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არის ცესკოს თავმჯდომარე ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ხელმძღვანელი პირი ან ცესკოს პირველი ან მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელ