1. ცესკოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ღია და დახურული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით, როგორც წესი
, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უფლებამოსილების ვადით, იქმნება შესარჩევი კონკურსის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
2. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) ღია და დახურული კონკურსის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;
ბ) ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით გამოცხადებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის დამატებით ცესკოს ვებგვერდზე (www.cesko.ge), ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში − ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში გამოცხადებას;
დ) კონკურსანტთა ელექტრონული განაცხადების მიღებას;
ე) განაცხადებისა და კონკურსის ეტაპების შედეგების საკონკურსო კომისიისთვის წარდგენას;
ვ) კანდიდატ(ებ)ის წერილობით ინფორმირებას კონკურსის ეტაპების თაობაზე;
ზ) კომისიის დავალებით, ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;
თ) საკონკურსო კომისიის დავალებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატის ელექტრონულად ან/და წერილობით ინფორმირებას მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
ი) კონკურსანტთან დაკავშირებული ინფორმაციის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
კ) კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას.