1. ცესკო უფლებამოსილია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.
2. ცესკო ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისათვის.
3. ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს ცესკოს მიერ ახალი ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და ღია ან დახურული კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღია და დახურული კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვად