1. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი სსიპ –
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით წარმოადგენს:
ა) ელექტრონულ განაცხადს;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლს (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლს (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
ვ) საჯარო მოხელის სერტიფიკატის ასლს ან/და კანონით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.
4. კონკურსანტს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ კონკურსანტმა განცხადება ერთდროულად შეიტანა ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, საკონკურსო დოკუმენტაცია ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩება განუხილველ