1. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
3. ცესკო ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.cesko.gov.ge).
4. ცესკოს აპარატის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირს ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით უვადოდ ან გამოსაცდელი ვადი