1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. კანდიდატს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამინისტროს მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდ