1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კოლეჯის დასახელებას და მისამართს;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კოლეჯის დირექტორის ფუნქციებს;
დ) გამოსაცდელი ვადის პერიოდს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ;
ვ) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას;
ზ) სამინისტროს მისამართს;
თ) კონკურსის ეტაპებს.
2. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შესარჩევი კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაცია