1. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების გზით.

2. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

3. შესარჩევი კონკურსის შედეგების შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ფარული კენჭისყრის გზით. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრ