1. კომისიის მიერ კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, კანდიდატი ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
2. კანდიდატი თანამდებობაზე არ ინიშნება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) იგი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან/და რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებ