1. კომისია, კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღე ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
4. სამინისტრო შესარჩევი კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულშ