საბჭოში გასაჩივრებისთვის დგინდება შემდეგი ვადები:

ა) შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის (მათ შორის, დოკუმენტაციაში ცვლილების) გასაჩივრება შესაძლებელია შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენამდე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასებასა და წინადადებების წარსადგენად მიწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია წინადადების წარსადგენად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების შეფასებასთან, მოკლე სიის შერჩევასთან ან/და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოების დაწყებამდე;

დ) ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვიდან/ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ხელშეკრულების დადებამდ