1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

2. სამინისტრო შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომ − მთავრობის ადმინისტრაცია) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებშ