1. შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის შერჩევის მიზნით, სამინისტროში იქმნება შესაბამისი კომისია, საქართველოს სპორტის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისგან. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის შემადგენლობაში მათ შორის შედიან სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) წარმომადგენელი, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

4. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევ