1. სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრესი მიზანია პროცესების ეფექტიანად წარმართვა პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის.

2. დირექტორი, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფს:

ა) პროფესიულ სტუდენტთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;

ბ) პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;

გ) პროფესიული განათლების, როგორც საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების, მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

3.დირექტორის პროფესიული მოვალეობები კოლეჯში მოიცავს:

ა) კოლეჯის მისიის ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვას;

ბ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვას;

გ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაციას;

დ) პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას;

ე) პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობას;

ვ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას;

ზ) კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფას;

თ) კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფას;

ი) კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფას;

კ) პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფას;

ლ) კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას;

მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფას.

4. კოლეჯის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტს, კოლეჯის სპეციფიკას, კოლეჯის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, მოქმედ რეგულაციებსა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრინციპებ