1. სტანდარტის შექმნის საფუძველია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. სტანდარტი ეფუძნება კოლეჯის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის, კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:
ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას კოლეჯის განვითარების პროცესში;
ბ) სისტემური ლიდერობა – გულისხმობს მართვის ისეთი კულტურის დანერგვას, რომელიც ეფუძნება კოლეჯებს, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების სისტემის მონაწილეებს (შემდგომ – პროფესიული განათლების საზოგადოება) შორის ეფექტურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზ