1. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
2. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (სამსახური) (შემდგომ − ადმინისტრაცია).
3. ადმინისტრაცია განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაცია წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.
5. შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპამდე, კომისიის დავალებით, ადმინისტრაცია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზ