1. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა, უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი. კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით, დასაშვებია საკონკურსო კომისიის მიერ ამ ვადის გონივრული ვადით გაზრდა.

3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

4. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან შესაბამისობის შესახებ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანდიდატის მიერ განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში.

5. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.

6. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შეტყობინებასთან ერთად კანდიდატს ეცნობება კონკურის მეორე ეტაპისა და პიროვნების საკვლევი ტესტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარების ვადა და ადგილ