თავი IV — სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
1. სამსახურის ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
2. სამსახური ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიურო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №10, 07.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5486953/muxli-26/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია