თავი V — სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა
1. სტაჟიორ-გამომძიებელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ გაწეულ მუშაობას.
2. სტაჟიორ-გამომძიებლისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, სამსახურში ადაპტაციის ხელშეწყობის და მისი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელს განუსაზღვროს მენტორი, რომელიც აკმაყოფილებს მენტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედებს მენტორობის პროგრამის შესაბამისად. მენტორობის პროგრამა მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სტაჟიორ-გამომძიებელს სტაჟირების დაწყების პირველ ეტაპზე შესაძლებელია ჩაუტარდეს პიროვნების საკვლევი ტესტი მისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით.
4. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ საქმიანობის პროცესში შესასრულებელი აქტივობების მინიმალური პროგრამა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სტაჟირების პროცესს კოორდინაციას უწევს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 33. სტაჟირების შეფასება— სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 31. სტაჟირების ხელმძღვანელის ვალდებულებები— სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 32, №10, 07.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5486953/muxli-32/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია