1. სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასების ფორმებია:

ა) ამ წესის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება;

ბ) სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება (არასავალდებულო);

გ) სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო შეფასება კომისიის მიერ.

2. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასების მიზნით სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ორგანიზებით სტაჟიორებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ ტრენინგები ან/და ტესტირებები. საბოლოო ტესტირება შეიძლება ჩატარდეს სტაჟირების საერთო ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში.

3. სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას და განსაზღვრავს მისი მუშაობის წესს.

4. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასებას. კომისია შეფასებისას ითვალისწინებს სტაჟირების მიმდინარეობისას სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებულ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებებს.

5. კომისიას სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:

ა) სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება სამსახურის გამომძიებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟიორ-გამომძიებელი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება სამსახურის გამომძიებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, გადაყვანილ იქნებიან გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში –
შესაძლებელია მათ მიმართ მიღებულ იქნეს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ან სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიერ დარეგისტრირდნენ სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.

7. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟიორ-გამომძიებელი ფასდება ამ წესის შესაბამისად.

8. სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, სახელმწიფო ინსპექტორში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ დაინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაშ