1. სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სტაჟიორ-გამომძიებელს სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სტაჟირების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების ვადა შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით.
2. სამსახურში ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვ.) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
3. სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟშ