1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) სტაჟიორ-გამომძიებლად მიღების პროცესში მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან არასწორი მონაცემების წარდგენა;
დ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
ე) დავალების სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ვ) ტესტირებისას მიღებული შეფასება;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სტაჟირების ვადის შეწყვეტა განისაზღვრა;
თ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ლ) სტაჟიორ-გამომძიებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;
მ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა –
გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;
ნ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის ან სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) წინადადების საფუძველზე.
3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სამსახურებრივი მოწმობის, ჟეტონისა და ფორმის დაუყოვნებლივ დაბრუნება, ასევე ყველა მატერიალურ სიკეთისა და დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნება, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეც