1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 (ხუთი)  დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;

გ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის მხრიდან მოვალეობების ან სასწავლო პრაქტიკის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა;

დ) პრაქტიკანტის წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა;

ე) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადის ამოწურვა;

ვ) სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნა;

ზ) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გაგრძელებას.

2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში  ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი