1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს მიღებული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გაეცნოს სამინისტროს დანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
გ) დავალების შესრულების დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ აცნობოს მენტორს/უშუალო ხელმძღვანელს;
დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის მოვალეობებია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
ბ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში აღრიცხოს შესრულებული სამუშაო და  ხელმძღვანელს პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში;
გ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი და ეთიკის ნორმები;
დ) გაეცნოს სამინისტროს სისტემის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას.
3. სტაჟიორს/პრაქტიკანტს არ აქვს უფლება გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. აკრძალულია სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების ან ძალის გამოყენებას, გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას