1. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას;
ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც კონკურსი ცხადდება;
გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
დ) სტაჟიორისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს;
ე) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას;
ვ) საჯარო დაწესებულების მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს.
2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.
4. სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ სტაჟიორის ახალი კონკურსის გამოცხადებას.
5. სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და სტაჟიორის კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდ