1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. სტაჟირების მსურველ პირს სტაჟირების კონკურსებში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
4. სტაჟირების მსურველი პირი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადების წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდ